„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016137
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2012 წლის 24 ივლისი

დ. ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს    შემდეგი რედაქციით:

,,თ) აწარმოოს კონტროლი საქართველოს ორგანული კანონის - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე  მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია