„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისი №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-30
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.114.016135
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისი №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                             

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2012 წლის 24 ივლისი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №29 დადგენილებაში (სსმ, 04.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხარაუტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:   ,,მუხლი 4.  მოსაკრებლის გადახდისაგან  გათავისუფლება  და შეღვათი    მოსაკრებლისაგან გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;

ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების  დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია