|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №26 დადგენილებაში (სსმ, 04.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს №3 დადგენილებისა და ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილების შესაბამისად საკრებულო ადგენს:“ |
| მუხლი 2 |
დადგენილებთი დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს №3 დადგენილებისა და ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილების შესაბამისად და ადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (შემდგომში – შენობა) მოქალაქეთა გადაადგილების პირობებს, სპეციალური რეესტრისა და საშვის ტიპურ ფორმებს“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე. |
|