რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
619
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-14
სარეგისტრაციო კოდი
300390000.08.002.016578
რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

(ძალადაკარგულია - 14.01.2015, №11)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №619

2012 წლის 23 ივ ლისი

ქ. თბილისი

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

 „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) მიწისზედა ელექტროტრან ს პორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

დ) საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M2 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) ცალკეული საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანა.

3. ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებმა, ამ ბრძანებულებაში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის № 104 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია