„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
275
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-23
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016948
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში (სსმ, 146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა

 

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ვაჟა ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი

ქეთევან ბოჭორიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ზურაბ მესხი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი

მაია სიდამონიძე – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია