„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
128
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-23
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016340
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №128

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 17/05/2012, 010130000.22.027.016288 ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.“.

მუხლი 2 . ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ზ) მფლობელისათვის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი;“.

მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია