„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
265
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-23
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016404
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №265

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი , 060111, 3.01.2011 , სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნ ე ს ცვლილებ ა და 58-ე მუხლის მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

 „151. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ამასთან , პირს არ აქვს საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი და ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით, პირი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც მას ანიჭებს შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახით მიწოდებისას პირის მიერ ნსაფ-ი შეივსება ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას გამყიდველი ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე

კრებსითი — სრული ვერსია