„მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
601
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-18
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.016572
„მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №601

2012 წლის 18 ივ ლისი

ქ. თბილისი

„ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნის ის № 515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის № 515 ბრძანებულებით (სსმ, ვებგვერდი, 27/06/2012, 010110000.08.002.016535) დამტკიცებულ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო სერვისების განვითარების“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტში სიტყვები: „მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო (შემდეგში – სამმართველო)“ შეიცვალოს სიტყვებით: „მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (შემდეგში – სამსახური)“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტში სიტყვა: „სამმართველოს“ შეიცვალოს სიტყვით: „სამსახურის“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                 

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია