საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №598
2012 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების რეგულირების საუწყებათაშორისო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 ივნის ის № 307 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის № 226 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი