საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო კანცელარია“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა სამინისტრო“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 16 მაისი
№301-IIს