საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №590
2012 წლის 1 7 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თ ა ობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №133, მუხ. 1922) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები: „შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყ ვ ებით: „მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების“;
ბ) მე-4 პუნქტში სიტყვები: „შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: „მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი