„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
587
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-17
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.016564
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №587

2012 წლის 1 7 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულები ს (სსმ, III ნაწ., 2006 წ., №88, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-13 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია