„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
581
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-17
სარეგისტრაციო კოდი
010100000.08.002.016558
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №581

2012 წლის 1 7 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზ ე“ საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 27 თებერვლის № 142 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზ ე“ საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 27 თებერვლის № 142 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/02/2012; 010100000.08.002.016446) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა (შემდეგში – სააგენტოს მონაცემთა ბაზა) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია