საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) 38-ე მუხლის:
1. მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვით „მინისტრი“, ხოლო სიტყვები „სამხედრო უწყება“ შეიცვალოს სიტყვებით „უწყების ხელმძღვანელი“.
2. მე-10 პუნქტიდან და მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამხედრო“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 16 მაისი.
#297_IIs