აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის № 136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის № 136 უ.ს.რ.ს. დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190020020.31.056.016014, 29.09.2011) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 4 171,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 3 995,3 ათასი ლარი;
ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 640,6 ათასი ლარი;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება 1 322,4 ათასი ლარი;
ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 14,3 ათასი ლარი;
ა.დ) სხვა ხარჯები 18,0 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 175,4 ათასი ლარი;
გ) ვალდებულებების კლება 0,9 ათასი ლარი.
3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 96 საშტატო ერთეულით .’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 13 ივლისი
№ 171-უ.ს.რ.ს.