„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
576
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-16
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.016553
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №576

2012 წლის 16 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.“;

ბ) მე-4 მუხლში სიტყვების: „ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი,“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია