“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
289
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-15
სარეგისტრაციო კოდი
140.100.000.05.001.000.768
“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 14 (21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „ისეთი ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებენ“ შეიცვალოს სიტყვებით „თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „65-ე–73-ე, 78-ე–781, 133-ე–1331 და 2381“ შეიცვალოს სიტყვებით „143–144-ე, 224-ე, 308–321-ე, 323–331-ე“.

3. მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „შეიარაღებულ“ შეიცვალოს სიტყვით „სამხედრო“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 5 მაისი.

№289–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია