„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
253
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-13
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.016926
„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2012 წლის 13 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის № 193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრ­ოენ­ერ­გე­ტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სი­მძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის № 193 დადგენილებაში (სსმ, მუხლი 1274, 15/07/2010) შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში მოცემული ცხრი­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

 

„1. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“

 

გარდაბნის  თბოელექტროსადგური, №9 ენერგობლოკი

180

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2014 წლის 1 სექტემბრამდე

  2.  შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

 

 

 

გარდაბნის  თბოელექტროსადგური, №3 ენერგობლოკი

 

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2014 წლის 1 სექტემბრამდე

გარდაბნის  თბოელექტროსადგური, №4 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან

2014 წლის 1 სექტემბრამდე“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია