საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №569
2012 წლის 13 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალად ა კარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოში მედიცინის მეცნიერების მართვისა და დაფინანსების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №378 ბრძანებულება;
ბ) „შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა - ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №506 ბრძანებულება;
გ) „დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებულება;
დ) „ცალკეულ პროფესიათა, საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის №275 ბრძანებულება;
ე) „საქართველოში ქალთა მშობიარობის თანაგადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №602 ბრძანებულება;
ვ) „ქვეყნის მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №745 ბრძანებულება;
ზ) „შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულება;
თ) „ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №207 ბრძანებულება;
ი) „საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 აგვისტოს №511 ბრძანებულება;
კ) „დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულება;
ლ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულება;
მ) „საქართველოს სოციალური განვი თ არების კონცეფციის რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის №156 ბრძანებულება;
ნ) „საქართველოს მოსახლეობაში იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა შემცირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 მაისის №242 ბრძანებულება;
ო) „სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის № 400 ბრძანებულება;
პ) „საქართველოს ბავშვ თ ა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს № 384 ბრძანებულება;
ჟ) „იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი 2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის №466 ბრძანებულება;
რ) „სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 თებერვლის № 93 ბრძანებულება;
ს) „ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამა ღ ლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქარ თ ველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის № 549 ბრძანებულება;
ტ) „საქართველოს რეს პ უბლიკაში ხელფასებისა და პენსიების გაცემის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 აგვისტოს № 275 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი