თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №38
2012 წლის 12 ივლისი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი ს მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატები და ატრაქციონები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ-ის საფასური თვეში განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე