,,საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.’’საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-18
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.165.016065
,,საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.’’საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2012 წლის 10 ივლისი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანახმად  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

    შევიდეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში, კერძოდ: 

1.  

დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახური არის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, შრომის, დევნილთა და იძულებით და გადაადგილებულ პირთა მომსახურების საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.".

2.  

   დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, ,,ლ’’, ,,მ’’, ,,ნ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი

კრებსითი — სრული ვერსია