საქართველოს კანონი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №№31-33, მუხ.692) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „1926 წელს დაბადებული“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 3 მაისი.
№279–IIს