“საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-12
სარეგისტრაციო კოდი
010.190.050.05.001.000.763
“საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით კომიტეტი ქვეკომიტეტის წევრთაგან ირჩევს ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 3 მაისი.

№270–IIს

კრებსითი — სრული ვერსია