საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6609-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-10
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016864
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1351  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1351 . საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვა­ნი­ს­ა­ს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცე­ბუ­ლი მოძრაობის მარშრუტის დარღვევა

საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას თვით­მ­მ­ა­რ­თ­ველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M 2  და M 3   კატეგორიების ავტო­ბ­უ­­სე­ბისათვის ად­­გი­ლობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკი­ც­ე­ბული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლა­რის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულე­ბი­სა­თ­ვ­ის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაე­რ­ი­ც­­ხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. 239-ე მუხლის:

ა ) მე -10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 10. ამ კოდექსის 88- ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. “;  

ბ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101  ნაწილი:

„ 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთ ი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-15 დღეს .

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6609-რს

კრებსითი — სრული ვერსია