საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) თავი IV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 22. გარდამავალი დებულება
ამ კანონის მე-15 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 23. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმდეეს 2000 წლის 1 იანვრიდან.“
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 10 დეკემბერი.
№74-Iს