„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
551
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-10
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016545
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №551

2012 წლის 10 ივ ლისი

ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში (სსმ III , 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია