საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-25
სარეგისტრაციო კოდი
010.010.000.01.001.000.761
საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.“

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „აჭარაში“ შეიცვალოს სიტყვებით „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“.

3. 55-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „აჭარიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან“.

4. 67-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „აფხაზეთისა და აჭარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“.

5. 89-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „აფხაზეთისა და აჭარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“, ხოლო იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „აჭარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი     ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 20 აპრილი.

№260-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია