„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის 141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016327
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის 141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №115

2012 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის №141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის №141 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.027.016208, 27.10.2011 ) დამტკიცებული წესის მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სტაჟირების გეგმის სრულყოფილად გასავლელად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სტაჟიორის მუდმივი სტაჟირების ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების  თაობაზე. სტაჟიორს სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია