საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24 6
2012 წლის 9 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ( www.matsne. gov.ge , 18/03/2011, 010240030.10.003.016294) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„6. მინისტრი ან მინისტრის ერთ - ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი . მინისტრის ერთ - ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე .“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
პრემიერ - მინისტრი ი. მერაბიშვილი