საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №549
2012 წლის 9 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვე ყ ნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებულია სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილ ი