ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016098
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2012 წლის 2 ივლისი

დაბა ხარაგაული               

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში    ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ” ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ხარაგაულის   მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული        არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ”                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 აიანვრის №1 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება (დადგენილება გამოქვეყნებულია ადგილობრივ გაზეთში ,,ახალი  ხარაგაული ”) :

   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

 

   მუხლი 1 . შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის იანვრის №1 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის   ნორმატიული ფასის  დადგენის შესახებ ”.

 

 1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

   ,, 3) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის   ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40% და იგი     განისაზღვროს 2.84 ლარით ; ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომელთა   ტერიტორიაზეც გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა (ინდექსი ს I ), 150   მეტრის რადიუსში (გზის ორივე მხარეს) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის   ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 100% და     იგი განისაზღვროს 7.10 ლარით .

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         ა. მაჭავარიანი         

კრებსითი — სრული ვერსია