„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-12
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.016054
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №151

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. ,,საკონსულო  აღრიცხვაზე  დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

   ამ წესის №2 დანართით დამტკიცებული ,,საკონსულო  აღრიცხვაზე  დაყენების  შესახებ განცხადება-ანკეტის შევსების წესის“ მე-3 პუნქტის:

   ა) ,,კ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,კ.ე) ,,სხვა“ მიზანში მიეთითება განმცხადებლის შესაბამის უცხო ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი.“;

  ბ) ,,კ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,კ.ვ) ამ პუნქტის ,,კ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაციის შეუვსებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება ეკისრება საკონსულო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ჯალაღანია

კრებსითი — სრული ვერსია