უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
237
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-01
სარეგისტრაციო კოდი
010120000.10.003.016910
უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ

(ძალადაკარგულია - 01.09.2014, №520)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №237

2012 წლის 5 ივლ ისი

ქ. თბილისი

უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამარ­თლე­ბ­­რივი მდგო­ ­მარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქ ­ტის საფუძველზე:

მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უფლებამოსილ ორგანოში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ერთ‑ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სა ქართველოს მთავ რობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა;

ბ) საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი დასაბუთებული რეკომენდაცია.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

მუხლი 1 1. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                       ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია