საქართველოს მთავრობის
დადგენილება №23 3
2012 წლის 3 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge,18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)“ სამეთვალყურეო საბჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
ალექსანდრე რონდელი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც წარმოადგენს სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 10 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური