„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6536-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-03
სარეგისტრაციო კოდი
010240010.05.001.016839
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) კანონპროექტის ავტორი;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6536-Iს

კრებსითი — სრული ვერსია