„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-09
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016110
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 26

2012 წლის 2 ივ ლისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ 010260020.35.153.016031 21/01/2011) დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში, კერძოდ,

1.1. დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური“;

„ლ) ტურიზმის სამსახური“.

1.2. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელება, აღნიშნული შესყიდვების განხორციელების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

12. ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოლიტიკის გატარება, ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარება და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება“.

1.3. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტები.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ა . კალანდაძე

კრებსითი — სრული ვერსია