,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
7-27
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2012-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
330130000.36.101.016114
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 7 - 27

2012 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში, შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ მმართველს. გამონაკლის შემთხვევაში:

ა) სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს მმართველის მიერ საკუთარი ხარჯებით.

ბ) დიდგორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საქალაქო სასაფლაოებზე, სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს, ჭირისუფლის მიერ საკუთარი ხარჯებით სასაფლაოს მმართველის მიერ განცხადების რეგისტრაციის და შესაბამისი გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე.“ .

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ზ . სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია