ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 7 - 24
2012 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
,,ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა", 18.04.2009, №77-78, გვ. 6-17) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში შეტანილ იქნე ს ცვლილება და წესების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისთვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ, არა უმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 18 თვის ვადით."
2 . გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი