საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
219
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-27
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.750
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) დაემატოს შემდეგი შინაარსის XVIII1 თავი:

„თავი XVIII1.

გარდამავალი დებულება

    მუხლი 2421. გარდამავალი დებულება

„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დროებით შრომისუუნარობაზე დახმარებებს (საავადმყოფო ფურცელი) პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დამქირავებელი“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი.

№219 – IIს

კრებსითი — სრული ვერსია