„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
228
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016901
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის № 79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აპრილის №79 დადგენილებაში (სსმ, 28/04/2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ“.

2. პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის საზღვაო აკადემიის უფლებამონაცვლედ.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასწავლო უნივერსიტეტს – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ქონება.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია