ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2012 წლის 26 ივნისი
დ. სტეფანწმინდა
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს № 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს № 42 დადგენილებაში (სსმ,23.08.2011) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია