შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 4733
2012 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის” (დანართი №1) 44-ე მუხლის 121 პუნქტ ის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ციფრი „3“ – როდესაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს;”;
ბ) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის” (დანართი №2) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე
„2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და სხვა ადგილები
| № | კოდი | მისამართები |
|
| 11111
20 111 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)
|
|
| 11112; 69600
20 112
69605
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი ” : ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. № 11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა
|
|
| 11113; 69500
20 113
69510
69511
69555
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი ” : ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32; ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა; ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. № 7, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა |
|
|
11114; 69221; 99221 20114 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი ” : ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია; ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
|
| 20010
20002
| გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის); გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
|
| 69017
69070 | თელავის განყოფილება: ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. № 1; ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. № 21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა
|
|
| 69300; 99300
69350 | ახალციხის განყოფილება: პორტალი „ვალეს ” ტერიტორია; ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი № 2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა |
|
| 69400; 99400 20004 69450 | ქუთაისის განყოფილება: ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. № 5 ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. № 5 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა |
|
| 69014 69050 | რუსთავის განყოფილება: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. № 36; სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
|
| 69000; 99000
69043
69250
| სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება : ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, № 3 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის) ; საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თ ბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი – ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი , ( იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. № 1 , სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა |
“.