„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
505
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-26
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016531
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №505

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილე ბის შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110614013, 14/06/2011) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების დანართის მე-9 პლანშეტის აღწერილობას დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ პლანშეტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟილეტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებშიც, ამ ბრძანებულების 11 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია