საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი („მსესხებელი“), და „უნიკრედიტ ბანკ ავსტრიას“ („სესხის გამცემი“) შორის ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულების (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროს და გონდოლის მიწოდების, პროექტის საინჟინრო მომსახურების, აწყობის, ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2012 წლის 18 ივნისის „საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი („მსესხებელი“), და „უნიკრედიტ ბანკ ავსტრიას“ („სესხის გამცემი“) შორის ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულება (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროს და გონდოლის მიწოდების, პროექტის საინჟინრო მომსახურების, აწყობის, ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით)“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
201 2 წლის 22 ივნისი .
№6552-Iს