„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6436-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.016816
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონ ს (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 61  მუხლი:

     „მუხლი 161 . უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 საქართველოს პრეზიდენტი       მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6436-რს

კრებსითი — სრული ვერსია