„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
6441-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-22
სარეგისტრაციო კოდი
010020000.04.001.016050
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

 „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 24.01.2004, მუხ. 1)  მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;“;

ბ)  მე- 2 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) საზღვაო და შიგ ა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებ ისა და საკონსულო დაწესებულებებ ის ხელმძღვანელებ ი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6441-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია