საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №20/2012
2012 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა” აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელიც ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, ხელის მოწერა ბიულეტენის მიღებაზე, ბიულეტენის მოთავსება საარჩევნო ყუთში, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე ხელის მოწერა, საარჩევნო ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში ჩადება და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება) დამოუკიდებლად შესრულებას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №23/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
მუხლი 2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:
1. ასეთი ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას.
2. მასზე საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა” ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით.
3. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად, მისი თანდასწრებით, საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში ათავსებს/დებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს/ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში ათავსებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება № 45/2016 - ვებგვერდი,15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №23/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
მუხლი 3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში – „ამომრჩევლის ხელმოწერა” – აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრი/სპეცჯგუფის წევრი. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენს (ბიულეტენებს) ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში დებს და კონვერტს/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენს აგდებს/ჩაუშვებს გადასატან საარჩევნო ყუთში ამომრჩევლის თანდასწრებით მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება № 45/2016 - ვებგვერდი,15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №23/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიისთავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი
კომისიისმდივანი გ.მჭედლიძე