„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
6316-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-19
სარეგისტრაციო კოდი
010110000.04.001.016048
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებებს დაინტერესებული პირები წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო). საქართველოს ფარგლები ს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან სააგენტოს ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.“.

2 . 361  მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6316-Iს

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია