"სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
164
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-15
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.000.732
"სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18 (25), 1999 წელი)  შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „6 თვის ვადაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული – სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა 2000 წლის 1 ოქტომბრამდე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 24 თებერვალი.

№164–IIს

კრებსითი — სრული ვერსია