„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/201
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-19
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016024
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/201

201 2 წლის 1 5 ივნისი

ქ . თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის № 3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის № 3/125 ბრძანებით (სსმ III, № 78, 04.06.2007, 040.030.000.22.028.010.402) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასწავლებელი ახორციელებს ხუთწლიან საბაზო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა სკოლისგარეშე სახელოვნებო საბაზო განათლების მოწმობა და სამწლიან სკოლისგარეშე პროფილურ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას (ბალეტის მსახიობი, ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და თეატრის მსახიობი), რომლის დასრულებისას გაიცემა მოწმობა (სერტიფიკატი).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნ . რურუა

კრებსითი — სრული ვერსია